ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 112-ე შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 112-ე შეხვედრა იმართება. განსახილველ საკითხებს შორისაა სოფელ ჭვრინისთან მოხდარი ინციდენტი. როცა ოკუპანტები საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარს ძაღლის საბელით ხელებს უბავდნენ და ფიზიკურად ძალადობნენ. ქართული მხარე ამბობს, რომ მათი პოზიცია მკაცრი იქნება. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეები სავარაუდოდ, ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
"ძირითადი განსახილველი სახკითხი არის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, რათა თითოეული მათგანი საკუთარ ოჯახში დაბრუნდეს. ყურადღება გამახვილდება თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ჩენი პოზიცია იქნება უაღრესად მკაცრი და ჭვრინისთან მოხდარ შემთხვევაზე. ამგვარი ქმედება არის დაუშვებელი". - ამბობს ირაკლი ანთაძე