მთვრალი რენატა ბეგიაშვილი ცდილობდა, ქმრისთვის დაზიანებები დანით მიეყენებინა - ადვოკატი

27.04.23 17:19
მთვრალი რენატა ბეგიაშვილი ცდილობდა, ქმრისთვის დაზიანებები დანით მიეყენებინა - ადვოკატი

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაზარალებული, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი რენატა ბეგიაშვილი თავად ცდილობდა დაბის გამოყენებით დაზიანებები მიეყენებინა  შალვა იაშვილისთვის. 

თეონა გვაზავა ამბობს, რომ დანა გამოძიებამ უკვე ამოიღო: 

"საბედნიეროდ, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია, არაერთი პირდაპირი მოწმე, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს აწვდიან ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ . პირველივე წუთებიდანვე შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც შემდგომ მისი მხრიდან ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. ის ცდილობდა სხვადასხვა დაზიანებების მიყენებას შალვა იაშვილისთვის. მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი ცივი იარაღის გამოყენებას არ მერიდა და დანის მეშვეობით ცდილობდა იაშვილისთვის დაზიანების მიყენებას. აღნიშნული დანა დაზიანებულ მდგომარეობაში ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა  მიერ" - ამბობს გვაზავა. 

მსგავსი სიახლეები