ეს არა უცნობის, არამედ ივანიშვილის, კობახიძის და ღარიბაშვილის აქცია - კუპრაძე
"ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ეს უცნობის აქცია ივანიშვილის, კობახიძის და ღარიბაშვილის აქცია და სწორედ "ოცნების" დაშინებული საზოგადოება მივა აღნიშნულ შეკრებაზე.
უცნობის აქცია არ არის მისი აქცია. ეს არის ივანიშვილის, კობახიძის და ღარიბაშვილის აქცია. ჩვენ იქ ვნახავთ, "ქართული ოცნების" მიერ დაშინებულ, იძლებით ჩამოყვანილ ადამიანებს საჯარო უწყებებიდან. ეს იქნება სამწუხარო და ტრაგიკული სანახავი, თუმცა მოვიდნენ და ვნახოთ, რა უნდათ და რისი თქმა შეუძლიათ". - ამბობს კუპრაძე.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია-შეკრებას აანონსებს გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) 30 აპრილს. ანონსის მიხედვით, აქცია 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. სარეკლამო ბანერად აქციისა, რომლის სლოგანია „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“.