შეინიშნება გარკვეული სიგნალები უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ანთიძე

27.04.23 18:20
შეინიშნება გარკვეული სიგნალები უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ანთიძე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 112-ე შეხვედრა 
დასრულდა. 

დისკუსიის ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა უკანონო პატიმრების თემასაც, ქართული მხარე იმ 5 მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან. 

“შეინიშნება გარკვეული სიგნალები უკანონო პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა სანამ ოფიციალური ინფორმაცია არ გვექნება ვერაფერს ვიტყვით, დეტალებზე საუბარი ახლა არ შემიძლია. იყო საკმაოდ ხანგრძლივი და დაძაბული დისკუსიები, მოვითხოვეთ იმ პირების დასჯა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს მოქალაქეებს ჭვრინისში, შემდეგი შეხვედეა 3 ივლისისთვის ჩაინიშნა”, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები