"უცნობი მოდის" - რამდენი ხალხი დახვდება მას რესპუბლიკის მოედანზე და რისი თქმა უნდა "ოცნებას" ანტიდასავლური აქციით

27.04.23 20:07
"უცნობი მოდის" - რამდენი ხალხი დახვდება მას რესპუბლიკის მოედანზე და რისი თქმა უნდა "ოცნებას" ანტიდასავლური აქციით

რისთვის მოდიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები - რესპუბლიკის მოედანზე შეკრება დაანონსებულია. რას აპროტესტებენ უცნობი და ნაცნობი სახეები? - ის ვინც ღიად გამოუცხადა მხარდაჭერა აქციას, ანტიდასავლურ შეკრებაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა აკრიტიკებენ დასავლელ პარტნიორებს, ელჩებს და ყველა იმ მეგობარ ქვეყანას, რომელიც ევროპულ გზაზე საქართველოსთვის რეკომენდაციების მიცემას ბედავს.   ანტიდასავლური  მოთხოვნების ვრცელ სიას დღეს კიდევ ერთი დაემატა. 

ეს ღარიბაშვილის დაბალი რეიტინგია. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები IRI-ს კვლევებმა წყობიდან გამოიყვანა. სალომე ზურაბიშვილის დაწინაურებამ რეიტინგებში ხელისუფლების მეხოტბები შოკში ჩააგდო. ისინი ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრი დღეს პოპულარობის პიკშია. შესაბამისად, მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციის მონაცემები გაყალბებულია,  რასაც კვირას საჯაროდ გააპროტესებენ. უცნობმა დაანონსა, რომ მოდის, მაგრამ რამდენი ხალხი დახვდება მას რესპუბლიკის მოედანზე, ეს უკვე ხელისუფლების თავისტკივილია.

წარუმატებელი ანტიდასავლური პროპაგანდის შემდეგ ცდილობს თუ არა "ქართული ოცნება"  ძალის დემონსტრირებას ?- ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები