სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

27.04.23 19:40
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

კიდევ ერთი შანსი სალომე ზურაბიშვილს. ჩაშლილი ვიზიტის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.

მსგავსი სიახლეები