პოლონეთი სააკაშვილის დასახმარებლად გზებს ეძებს - ოფიციალური ვარშავის გზავნილი თბილისში ზბიგნევ რაუმ ჩამოიტანა
პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად გზებს ეძებს. ოფიციალური ვარშავის გზავნილი თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოიტანა. ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რაზეც ზბიგნევ რაუმ პრემიერთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე ისაუბრა. დიპლომატმა ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე პირდაპირ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაცია განიხილეს, თუმცა პატიმარი პრეზიდენტის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
აღმოჩნდება თუ არა ეს ვიზიტი გადამწყვეტი მიხეილ სააკაშვილის საქმეში? ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. პოლონეთი უკვე დიდი ხანია გამოთქვამს მზადყოფნას, პატიმარი პრეზიდენტი სამკურნალოდ მიიღოს. უცნობია, დაარწმუნა თუ არა ამის საჭიროებაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები. ხვალ ზბიგნევ რაუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მეტ ინფორმაცის ოპოზიციიდან მიიღებს. პოლიტიკური პარტიები მასთან შესახვედრად ემზადებიან. მიხეილ სააკაშვილის გარდა, აუდიენციის დღის წესრიგშია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიც.
რას ეტყვის ოპოზიცია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი.