სად მიდის ირაკლი ღარიბაშვილი - უნგრეთში დაგეგმილმა კონფერენციამ უამრავი კითხვა გააჩინა

27.04.23 20:31
სად მიდის ირაკლი ღარიბაშვილი - უნგრეთში დაგეგმილმა კონფერენციამ უამრავი კითხვა გააჩინა

სად მიდის ირაკლი ღარიბაშვილი. უნგრეთში დაგეგმილმა კონფერენციამ, სადაც საქართველოს პრემიერი საპატიო სპიკერი უნდა იყოს, უამრავი კითხვა გააჩინა. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსა ელოდება,  მთავრობის მეთაური პრორუს ორბანთან კავშირების გაღრმავებას ცდილობს. უნგრელმა კონსერვატორებმა და "ქართულმა ოცნებამ" საერთო ბევრი იპოვეს. იდეოლოგიურ თანხვედრას არც უნგრეთის ელჩი უარყოფს.  

ანა მარია შიკო ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას საერთო ხედვები აქვთ,   ქრისიტიანობაზე, ოჯახსა და ოჯახურ კავშირებზე. სწორედ ამიტომ საქართველოს პერემიერი კონფერენციის საპატიო სტუმრებს შორის მოხვდა. დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ღარიბაშვილი ბუდაპეშტში ნამდვილად წავა.  ფაქტია, რომ "ქართული ოცნება", რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში ლობისტები  აღარ დარჩა, ახლა მხოლოდ პროპუტინისტი ორბანის  მხარდაჭერის იმედზეა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები