პოლიტიკური ვაჭრობის კიდევ ერთი თემა საარჩევნო ბარიერი ხდება - რა წესით ჩატარდება არჩევნები?

27.04.23 20:36
პოლიტიკური ვაჭრობის კიდევ ერთი თემა საარჩევნო ბარიერი ხდება - რა წესით ჩატარდება არჩევნები?

პოლიტიკური ვაჭრობის კიდევ ერთი თემა საარჩევნო ბარიერი ხდება. რა წესით ჩატარდება არჩევნები? არ არის  გამორიცხული "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პოლარიზაციის შესაქმნელად პირობა ისევ დაარღვიოს. აი რატომ? თუ მმართველი პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ბარიერს 2 პროცენტამდე დაწევს, არსებული  მონაცემებით,  ივანიშვილის გუნდმა გამორიცხულია, პარლამენტში  უმრავლესობა მოიპოვოს.  

5 პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში კი დიდი ალბათობით, საკანონმდებლო ორგანოში იქნება "ოცნება" უმრავლესობით და "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობით. სწორედ ამიტომ  მოსალოდნელია, რომ მმართველმა პარტია  პოლიტიკური აფიორის გზას დაადგეს და რაც შეიძლება მეტი  დეპუტატით შევიდეს პარლამენტში.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები