დაანონსებული დემარში - საგამოძიებო კომისიის შექმნის შიშით "ოცნებამ" საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი თქვა

27.04.23 20:42
დაანონსებული დემარში - საგამოძიებო კომისიის შექმნის შიშით "ოცნებამ" საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი თქვა

დაანონსებული დემარში. ოპოზიციაში გადასული უმრავლესობა, ფაქტობრივად ისევ საპარლამენტო საქმიანობის პარალიზებას გეგმავს. სხდომების საბოტაჟი ძალაშია და მომავალ კვირაშიც ისევ პროცედურული ომი იქნება.  ანუ "ქართული ოცნება" კლანის სოლიდარული დარჩება,  რეგისტრაციას არ გაივლის,  რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ არც ერთი საკითხი კენჭისყრაზე არ დადგება. საგამოძიებო კომისიის შექმნის შიშით მმართველმა გუნდმა საპარლამენტო ცხოვრებაზე სრულად თქვა უარი.  

უმრავლესობა დღეს დამაკნინებელ ეპითეტებს ოპოზიციის მიმართ არ იშურებდა - ისტერიჩკები, არასერიოზული ხალხი, სარეველა ძალები და მავნებლები - ამ სიტყვებით ახასიათებდა ბექა ოდიშაირა   კოლეგებს. სამშაბათის სხდომაზე დიდი ალბათობით ოპოზიციის სავარძელები ისევ შევსებული იქნება. როგორც ჩანს, ოცნება ოპონენტების  ასეთ მობილიზებას არ ელოდა და ახლა იძულებულია 50 დეპუტატს  პროცედურული მანიპულაციებით ებრძოლოს.

დეტალები იხილეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები