ივანიშვილი არის ოლიგარქი, "ოცნება" არის პროპუტინისტური - ადამ ჰოლოვეის გამოსვლა წარმომადგენლობით პალატაში
დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობით პალატაში დებატები მიმდინარეობს - დეპუტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ.
ევროდეპუტატი და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ადამ ჰოლოვეი პირდაპირ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქვეყანას პროპუტინისტური რეჟიმი მართვას.
უკრიანა რეგიონში არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწყვლადიაა რუსეთის აგრესიის მიმართ. საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არის პროპუტინისტური,
პრორუსული დაჯგუფება, რომლის ლიდერშიფი ყველაფერს აკეთებს გახდეს რუსეთის მარიონეტი გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ირწმუნება, რომ არის პროდასავლური აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება.
მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ყოფილი პრემიერი არის ოლიგარქი რომელმაც ფული რუსეთთან გარიგებებით იშოვა.მან გამოიყენა მისი სიმდიდრე იყიდა ხმები რომ მოსულიყო ხელისუფლებაში. მას ახლა თანამდებობა არ აქვს მაგრამ აქვს უდიდესი გავლენა საქართველოს ინსტიტუციებზე". - განაცხადა ჰოლოვეიმ.
ჰოლოვეიმ ასევე ისაუბრა საქართველოში გამეფებულ კორუფციასთან დაკავშირებით და იმ მოსამართლეებზეც, რომლებიც აშშ-მ დაასანქცირა.
საქართველოში არსებული უდიდესი კორუფცია დღის სინათლეზე გამოჩნდა, ბოლო პერიდში შეეერთებულმაა შტატებმა პერსონალურო სანქციები დაუწესა 4 მოსამართლეს, რომლებიც დანიშნულები არიან ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ამავდროულდ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მტერი მიხეილ სააკშვილი ამ წუთებში კვდება საავადმყოფოში, რომელიც როგორც ამბობენ, მოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული.
საავადმყოფოს ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მთელი პატიმრობის განმავლობაში ის არის წამების მსხვერპლი და დამოულიდებელი ექიმები ამბობენ, რომ არის მძიმე მეტალებით მოწამვლის კვალი". - ამბობს ჰოლოვეი.