საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ - ჯინ შაჰინი
საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სენატორის განცხადებით, ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმის, თუ რა კურსს აირჩევს საბოლოოდ საქართველო, სწორედ 2024 წლის არჩევნები იქნება. შაჰინის თქმით, აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება.
ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მიმდინრაოებს შიდა ბრძოლა დემოკრატისა და ავტოკრატიას შორის არის საქართველო, სადაც აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობა სურთ დასავლეთსკენ, ევროპისკენ გაიხედოს, მათ სურთ დემოკრატია. მე და სენატორი რიში იქ ვიმყოფებოდით 2012 წელს, რათ დავკვირებოდით არჩევნებს, როდესაც ქვეყანაში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ. ერთ-ერთი განმსაზღვრელი შესაძლებლობა იქნება მოახლოებული არჩევნები 2024 წელს. ჩვენ გვექნება კრიტიკული როლი და მხარს დავუჭერთ ამ არჩევნებს და გავგზავნით დამკვირვებლებს არჩევნებზე, - განაცხადა ჯინ შაჰინი.