"მთავარი საკითხი სააკაშვილისა და გვარამიას თემა იქნება" - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ხვდება
ამ წუთებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისიტრისა და ოპოზიციის შეხვედრა იწყება. მთავარი საკითხი რომელსაც ოპოზიცია დააყენებს მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თემა იქნება.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პოლონეთმა ხაზგასმით დააფიქსირა თავისი პოზიცია მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენასტან დაკავშირებით და ახლა მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.
სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზარდოს ზეწოლა ხელისუფლებაზე 12 ეკომენდაციის შესრულების კუთხით, რატა ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან არ გაუშვას.
აუცილებლად მექნება საუბარი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ, "ლელოს" პოზიცია არის, რომ დიახ, ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, სააკაშვილი უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ისეთ პირობებში, სადაც მის სიცოცხლეს გადაარჩენენ და პოლონეთის ხაზგასმული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის პრობლემა, ისევე როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება , გვარამიას პრობლემა და შეუსრულებელი ვალდებულებები ევროკავშირთან, ეს ყველაფერი ერთად ერთობლიობაში უქმნის გამოწვევას, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად გაიზაროდოს მაქსიმალურად ზეწოლა ხელისუფლებაზე უახლოეს თვეებში, რომ ეს ვითარება შევცვალოთ და ქვეყანამ არ დაკარგოს ისტორიული შანსი". - ამბობს სალომე სამდაშვილი.