საქართველოში 2024 წლის არჩევნებისკენ რესურსი ფართოდ უნდა მივმართოთ - USAID-ის ხელმძღვანელი
საქართელოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აშშ ყურადღებით დააკვირდება, - ამის შესახებ განცხადება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა. USAID-ის ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის განცხადებით, 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია, ამიტომ შესაძლოა, USAID-მა საქართველოში როგორც მოკლევადიანი ასევე გრძლევადიანი სადამკვირვებლო მისიები გააგზანოს.
მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ეს პროგრამა, მაგრამ მტელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია. მეორეს მხრივ, ეს უკან დახევა გვაჩვენებს საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამაყრონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის შემდეგი რეალური შესაძლებლობა მოქალაქეებისთვის, გააგონონ მათი ხმა და მე ვფიქრობ, რომ ეს მოიცავს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს, - განაცხადა სამანტა პაუერმა.