"ოცნებისგან" ადეკვატური რეაგირება არ იქნება - ჯაფარიძე ლორდთა პალატიდან გაჟღერებულ მწვავე გზავნილებზე

28.04.23 11:41
"ოცნებისგან" ადეკვატური რეაგირება არ იქნება - ჯაფარიძე ლორდთა პალატიდან გაჟღერებულ მწვავე გზავნილებზე

"ქართულ ოცნებას" მძიმე გზავნილების მოსმენა მოუწია ინგლისის ლორდთა პალატიდან. 
ოპოზიცია ფიქრობს, რომ მძიმე გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყვება.

ზურაბ გირჩი ჯაფარიზე ამბობს, რომ ხელისუფლება არის გადასული დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმში, შესაბამისად, მათი მხრიდან რეაგირებაც არ იქნება.

არ იქნება ადეკვატური რეაგირება. ეს ხელისუფლება არის გადასული დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმში. კარგია, რომ დასავლეთში არის განხილვები საქართველოსთან მიმართებაში. ნებისმიერ ფორმატში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვართ ყურადღების ქვეშ. ის, რომ ხელისუფლებისგან მქონდეს რამე მოლოდინი, რომ ყურადღებას მიაქცევენ და გაითვალისწინებენ, ეს უნდა დაგვემთავრებინა დიდი ხნის წინ". - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

ბრიტანეთში გამართული დებატებისას საქართველოს ხელისუფლება ინგლისელმა პოლიტიკოსებმა პრო-პუტინისტურ და პრორუსულ დაჯგუფებად გამოაცხადეს. თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მარიონეტი ხდება.

მსგავსი სიახლეები