"გასაზიარებელი არ არის" - "ოცნება" ლორდთა პალატიდან გაჟღერებულ მწვავე გზავნილებზე
"ოცნება" აცხადებს, რომ ლორდთა პალატიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული მწვავე გზავნილები გასაზიარებელი არ არის.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ თუ დიდ ბრიტანეტში პოლიტიკოსებს თავიანთი შეხედულებები აქვთ იგივე რუსულ კანონთან თუ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, ეს არ ნიშნავს იამს, რომ ეს შეხედულებები მართებულია.
თუ ვინმეს აქვს სურვილი იმსჯელოს, რომელიმე მედია-მენეჯერის ან პოლიტიკოსის საპატიმროში ყოფნა არის თუ არა განპირობებული პოლიტიკური მოტივაციით, ამას აქვს კონკრეტული ახსნა. ყველას ვარწმუნებ, რომ ასეთ ქცევაში საქართველოს დადანაშაულების მიზეზი ობიექტურად არ გააჩნიათ. შესაბამისად, ეს არ მგონია, რომ გასაზიარებელი იყოს. შეიძლება, გარკვეულ ადამიანებს ჰქონდეთ ეს შეხედულებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართებული შეხედულებაა. უცხოეთში მყოფი გულშემატკივრების მეშვეობით იმუშავეს იმაზე, რომ შექმნილიყო გარკვეული რეპუტაცია ამ კანონთან და სააკაშვილთან მიამრთებაში და მათ შორის პოლიტიკოსები მოექცნენ ამ გავლენის ქვეშ". - ამბობს სარჯველაძე.
ბრიტანეთში გამართული დებატებისას საქართველოს ხელისუფლება ინგლისელმა პოლიტიკოსებმა პრო-პუტინისტურ და პრორუსულ დაჯგუფებად გამოაცხადეს. თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მარიონეტი ხდება.