პრემიერი ტაშფანდურში 100 მლნ ლარს ხარჯავს, ხოლო ბავშვების გადასარჩენად 7 მლნ ვერ გაიღო - "ლელოს" საგანგებო განცხადება

28.04.23 12:08
პრემიერი ტაშფანდურში 100 მლნ ლარს ხარჯავს, ხოლო ბავშვების გადასარჩენად 7 მლნ ვერ გაიღო - "ლელოს" საგანგებო განცხადება

პარტია "ლელოს" მთავრობის კანცელარიასთან დედების პროტესტსსაგანგებო განცხადებით ეხმიანება. პარტიის ადმინისტრაციული მდივანი თამაზ დათუნაშვილი პარალელს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ "ბლაქ სი არენაზე" დაანონსებულ 100 მლნ -იან პროექთან ავლებს და ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი, რომელიც უცხოელებსი მოზიდვაზეა გათვალისწინებული, რეალურად, ქვეყნის ბიუჯეტს მხოლოდა დააზარალებს. 

ოპოზიციის წევრის თქმით, პრემიერი კოლოსალურ თანხებს ტაშფანდურში ხარჯავს, ხოლო ბავშვების გადასარჩენად 7მლნს ვერ იმეტებს. 

ეს არის დიდი ტყუილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა. მან თქვა, რომ წელს, როგორც იტყვიან, ვარსკვლავთცვენა და ვარსკვლავთა ბუმი იქნება საქართველოში ეს პროექტი 100 მლნ-იან მოგებას დატოვებს. მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ლაპარაკია პროექტზე, რომელზეც ორ წელიწადში დაიხარჯება 70 მლნ თქვენი ფული გადასახადების გადამხდელების, რომელზეც პრემიერი ამბობს, რომ აქედან 100 მლნ-იან მოგებას ნახულობს, ოღონდ არც პრემიერ-მინისტრი, არც კულტურის მინისტრი არ ლაპარაკობს არც გათვლებზე, არც ანალიტიკაზე, თუ საიდან შემოვა ეს 100 მლნ შემოსავალი. რა თქმა უნდა, მთელი ეს კონცერტები მიემართება ძირითად „ბლექ სი არენაზე“.
მე მინდა ამ ვითარებაში შეგახსენოთ იგივე ტიპის პროექტი, რომელიც 2016 წელს განხორციელდა, „ჩექ ინ ჯორჯია“, რომელიც ზუსტი ანალოგია „სთარ ინ ჯორჯიასი“, სადაც, მაგალითად, გაყიდული 57 ათასი ბილეთიდან ყველა კოცენერტზე, მხოლოდ 3 ათასი ბილეთი ქვეყნის გარეთ იქნა ნაყიდი. ლაპარკაი იმაზე, რომ საერთო რაოდენობის მხოლოდ 5 % იყო უცხელი ტურისტი, რომლის მოზიდვაც მტავარი მიზანი იყო როგორც „ჩექ ინ ჯორჯიასი“, ახლა მტავარი მიზანია „სთარ ინ ჯორჯიასი“ და საერთო რაოდენობას თუ ავიღებთ 2016 წელს შემოსული ტურისტების, მაშინ „ჩექ ინ ჯორჯიამ“ 0.05% ტურისტი შემოიყვანა. აი, ამ წინაპირობებით, 75 მლნ, ფაქტობრივად, ორმაგი თანხა იხარჯება ახლა სიეთ პროექტშ, რომლის კოლოსალური კრახი ჩვენ უკვე 7 წლის წინ ვნახეთ ამ ქვეყანაშ.
თუ იგივე ლოგიკას მივყვებით და პრემიერის ამ ინიციატივას დავიჯერებთ, გამოდის, რომ თუ 40 მლნ-მა ლარმა 3 ათასი ტურისტი შემოიყვანა ქვეყანაშ, 70 მლნ ლარი დაახლოებით 5 ათას ტურისტს შემოიყვანს ამ ქვეყანაში.
 ლაპარაკია იმაზე, რომ შემთხვევაშ მოგებას ნახავთ მხოლოდ სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელიც ახლოს არის „ბლექ სი არენასთან“და რომელიც დაიტვირთება ამ კოცენცერტების დროს. სახელმწიფო კი იქნება ზარალში. 
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაშ, სადაც პრემიერ-მინისტრს შეუძლია ტაშ-ფანდურში 100 მლნ ლარი დახარჯოს, ხოლო საკუთარი მოქალაქეების, ბავშვების გადარჩენაში 7 მლნ ლარის გაღებას ვერ ახერხებს, - განაცხადა თამაზაშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები