"ცესკოს თავმჯდომარეობის კონკურსი განგებ ჭიანურდება" - "ლელო" მოქმედებაზე გადადის
ცესკოს თავმჯდომარის და წევრობის კანდიდატთა კონკურსი უკვე თვეებია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ამ დრომდე გიორგი კალანდარიშვილს უფლებამოსილება აქვს გახანგრძილევბული, რადგან კონკურსი მონაწილეების გარეშეა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ლელო" მოქმედებაზე გადადის. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გუნდი დილიდან ცესკოს ბედზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ორივე მხარე თანხმდება, რომ გიორგი კალდანრიშვილს უფლებამოსილების ვადას ხელისუფლება ხელოვნურად უხანგრძლივებს. "ლელოში" ამბობენ, რომ ეს ფაქტორი ლეგიტიმაციის პრობლემას ქმნის. მათი თქმით, "ქართული ოცნების" ინტერესშია, რომ 2024 წლის არჩევნები სწორედ კალანდარიშვილმა ჩაატაროს.
ცესკოს მოქმედ თავმდჯომარეს და ორ წევრს გასული წლის აგვისტოსი გაუვიდათ უფლებამოსილების 6 თვიანი ვადა. სრულიად მახინჯი ნორმის საფუძველზე, რომელიც ჩაწერეს კანონმდებლობაში, აგერ უკვე 9 თვეა გასული და ეს პირები იკავებენ თავის თანამდებობებს. როდესაც აგვისტოსი გაუვიდათ ამ პირებს ვადა, საქართველოს პრეზიდენტმა ისინი არ წარუდგინა ასარჩევად პარლამენტს და პროცესი პარლამენტმა ხელოვნურად გააჭიანურა. საკანონმდებლო ვადების ძალიან უხეში დარღვევით არანაირი საფუძველი სამართლებრივი არ ჰქონდა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა და ეს გახლავთ სამართლებრივ ენაზე ხელისუფლების თვითნებობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას, - აცხადებენ „ლელოში“ .
"ქართულმა ოცნებამ" გიორგი კალანდარიშილი 6 თვიანი ვაით 2-ჯერ აირჩია. მესამედ პრეზიდენტმა მისი კანდიდატურა პარლამენტში აღარ წარადგინა.