"ნაგავში და ტალახში მყოფი ხალხის ამოძახილი" - ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნის მსურველ ოპოზიციაზე

28.04.23 12:18
"ნაგავში და ტალახში მყოფი ხალხის ამოძახილი" - ვოლსკი საგამოძიებო კომისიის შექმნის მსურველ ოპოზიციაზე

გადამწყვეტი კენჭისყრის  მოახლოებასთან ერთად, პარლამენტში დაძაბულობა მატულობს. ამერიკის მიერ დასანქცირებულ მოსამართლებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მსურველებს ამჯერად გია ვოლსკი დაესხა თავს და ოპოზიციას ნაგავში და ტალახში მყოფი ხალხის ამოძახილი უწოდა.

რასაკვირველია, ასეთ ვითარებასი, უნდა დაიხმარო სხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპი ნაცმოძრაობას არ უკავშირდებიან, მაგრამ ერთ სატელიტურ სივრცეში მონაწილეობენ და უნდათ დააყენონ საკითხი კომისიის შექმნაზე. ანუ ნაგავში და ტალახში მყოფი ხალხი, ჭაობში მყოფი ხალხი ამოძახილს აკეთებენ იქიდან, რომ როგორმე ბევრი პოლიტიკური პარტია ჩაითრიონ და ეს კოალიცია არ მოშალონ "ქართული ოცნების" ვითომ, მაგრამ სინამდვილეში კი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაერთიანებულ კოალიციაზე მაქვს საუბარი". - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები