საოცრება იყო, გადავსებული დარბაზი, 3 კაცი იყო, დავთვალე - კალაძე ლორდთა პალატაში გამართულ დებატებზე
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებს, სადაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით მწვავე გზავნილები გაჟღერდა, დამცინავად მოიხსენიებს და ამბობს, რომ დარბაზში სულ 3 კაცი იყო.
კალაძე ამბობს, რომ დებატების დროს გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ინგლისში საქართველოს მიმართ.
"ლორდთა პალატა საოცრება იყო, გადავსებული დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია, მიუთითებს მათ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ესე იგი, 3 კაცი იყო, დავთვალე, დარბაზში.
ერთია ვიღაცა რას ამბობს საქართველოზე, და მეორეა რეალობა. 2012 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი იყო, რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც ის სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, კითხეთ ხალხს როგორ გრძნობს თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა იყო, ძალიან მარტივია შედარების გაკეთება", - თქვა კალაძემ.
ბრიტანეთში გამართული დებატებისას საქართველოს ხელისუფლება ინგლისელმა პოლიტიკოსებმა პრო-პუტინისტურ და პრორუსულ დაჯგუფებად გამოაცხადეს. თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მარიონეტი ხდება.