"შეიძლება ისეთი რამ ეწერა, რასაც მხარს არ დავუჭერთ" - დავითულიანი უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერ რეზოლუციაზე

28.04.23 13:41
"შეიძლება ისეთი რამ ეწერა, რასაც მხარს არ დავუჭერთ" - დავითულიანი უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერ რეზოლუციაზე

"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ იცის, რატომ არ მოწერა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერ რეზოლუციას. დეპუტატის თქმით, შესაძლოა, დოკუენტში ისეთი რამ ეწერა, რასაც მთავრობა მხარს არ დაუჭერდა. 

არ ვიცი ეს საკითხი, როცა ჩამოვლენ - გავერკვევი. არ მგონია, რომ ეს ასე იყო. არ მისაუბრია, მე არ მგონია, რომ ასე მარტივად იყო საქმე. შეიძლება რეზოლუციაში ეწერა ისეთი რამე, რასაც მხარს არ დავუჭერთ, - თქვა დავითულიანმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გუშინ მიიღეს,  საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება.  არადა, სტრასბურგში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი იყო ჩასული, თუმცა ისინი იქიდან სწორედ მაშინ წამოვიდნენ, როდესაც უმაღლესი ტრიბუნა უკრაინელი ბავშვების მხარამჭერ რეზოლუციას იღებდა.  

მსგავსი სიახლეები