CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ბედს ფაშისტებს და პრორუსულ მოძრაობებს უკავშირებს - მიტჩელი

28.04.23 13:45
CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ბედს ფაშისტებს და პრორუსულ მოძრაობებს უკავშირებს - მიტჩელი

ამერიკელი ანალიტიკოსი, წარსულში „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ეხმაურება და ამბობს, რომ ღარიბაშვილი ბედს ფაშისტებს, ფანატიკოსებს, არჩევნების უარმყოფელებს და პრორუსულ მოძრაობებს უკავშირებს.

„თუ Twitter-ზე შეგხვდებოდათ მიმი „მითხარი, რომ ხარ ფაშისტი ისე, რომ არ მითხრა, რომ ფაშისტი ხარ“, შეგიძლია თქვა: „მე გამოვდივარ CPAC-ზე უნგრეთში“. ამას მივყავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრამდე. ან პრემიერ-მინისტრის უახლოეს გარემოცვაში რომ იყო და ფიქრობდე — როგორ გავუგზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატებს დასავლეთში გზავნილი, რომ ჩვენ მართლა ისეთი ცუდები ვართ, როგორსაც მათ ეუბნებიან, რომ ვართ… არჩევანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს — CPAC-ზე სიტყვით გამოსვლა, ჩვენს ბედს დავუკავშირებთ ყველაზე მახინჯ, ყველაზე ავტორიტარულ, ყველაზე ფაშისტურ, ყველაზე პრორუსულ მოძრაობებს დასავლეთში. CPAC-ზე გამოსვლა იქნებოდა ასეთი გზავნილი. ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, — ამბობს მიტჩელი.

მსგავსი სიახლეები