დავრწმუნდით, რომ საქართველოს მმართველი პარტია პუტინის გავლენის ქვეშაა - ოლექსეი გონჩარენკო

28.04.23 14:59
დავრწმუნდით, რომ საქართველოს მმართველი პარტია პუტინის გავლენის ქვეშაა - ოლექსეი გონჩარენკო

დავბრწმუნდით, რომ საქართელოს მმართველი პარტია პუტინის გავლენის ქვეშაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონცარენკო "პირველებთან"  საუბრობს. საქმე ეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელსაც საქართველოს დელეგაციამ ხელი არ მოაწერა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინული დელეგაციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება", რეალურად, " პიტნის ოცნებაა" , რომელიც, ცხადია, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას მხარს არ დაუჭერდა. 

გონჩარენკო ასევე ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭოს ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციასთან არც კი მისულა და უკრაინის ამბები არ უკითხავს. 

"ქართული ოცნება", რეალურად, არის პუტინის ოცნება, კრემლის ოცნება და როგორ შეუძლიათ მათ მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, სადაც ნათქვამია, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა, რომ ის უნდა დააკავონ, რომ ის, რასაც პუტინი აკეთებს, არის გენოციდი, ჩვენ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მმართველი პარტია არის პუტინის გავლენის ქვეშ. მე ჩემი თვალით ვნახე, კობახიძე და ქართული დელეგაცაია აქ ევროსაბჭოში, მაგრამ საქართველოსგან ამ რეზოლუციას ერთი ხმაც კი არ მიუღია, აქ იყო სხვათაშორის, ბევრი ქართველი ჟურნალისტი, რომლებიც არც კი ინტერესედებოდნენ უკრაინის საკითხებით. ეს საქციელი გამაოგნებელია, ქვეყნისგან რომელის 20 % ოკუპირებილია. ქართული დელეგაცია, რომ ჩვენთან ერთად ესწრებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არც კი მოსულა ჩვენთან, არც კი უკითხვას უკრაინის ამბები, - ამბობს გონჩარენკო.

საქართველოს ხელისუფლებამ უკრიანელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გუშინ მიიღეს,  საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება.  არადა, სტრასბურგში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი იყო ჩასული, თუმცა ისინი იქიდან სწორედ მაშინ წამოვიდნენ, როდესაც უმაღლესი ტრიბუნა უკრაინელი ბავშვების მხარამჭერ რეზოლუციას იღებდა.  

მსგავსი სიახლეები