სააკაშვილის საკითხი იმ სიტუაციის ნაწილია, რომელიც მულტიმინიონერი ბიზნესმენის მიერაა შექმნილი - დებატები ლორდთა პალატაში

28.04.23 15:40
სააკაშვილის საკითხი იმ სიტუაციის ნაწილია, რომელიც მულტიმინიონერი ბიზნესმენის მიერაა შექმნილი - დებატები ლორდთა პალატაში

წარმომადგენლობითი პალატის შემდეგ, ინგლისელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის საკითხს აქტიურად განიხილავდნენ ლორდთა პალატაში.

მათი განცხადებით, სააკაშვილის სიცოცხლის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას და მედიას, საქართველოში მულტიმილიონერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს.

მინდა შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის საკითხი არის იმ სერიოზული სიტუაციის ნაწილი, რომელიც შექმნილია საქართველოში მულტიმინიონერი ბიზნესმენის მიერ. ის აკონტროლებს საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას, მედიას, ამიტომ საააკაშვილის სიცოცხლის საკითხი არ არის მხოლოდ ადამიანის უფლებების სფეროს ნაწილი, ეს ეხება საქართველოს პროევროპული საზოგადოების მომავალს". - თქვა ინგლისელმა პოლიტიკოსმა.

 

მსგავსი სიახლეები