"ოცნების" მიერ რეზოლუციაზე ხელის არმოწერა რუსეთის მავნებლური პოლიტიკის გაგრძელებაა - დეკანოიძე
რუსეთის მავნებლური პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" მიმართავს, - ასე აფასებს დამოუკიდეელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ქართული დელეგაციის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელის არმოწერას.
დეპუტატის თქმით, მომხდარი იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართელოს ხელისუფლება ბოლო წელიწადნახევარია უკრაინასთან მიმართებაში აწარმოებს.
მე ვფიქრობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც მიმართავს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ აი, მაგალითად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკეთა ამ რეზოლუციაზე განცხადება, ძალიან აქტიურად იყო ამ რეზოლუციის მომზადებაში ჩართული, რომელიც ბავშვებს ეხება, პრეზიდენტის მეუღლე. კიევში ვარ და გუშინ მქონდა მმართელი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, მხარს არ უჭერენ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკა და იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ისინი უკრაინასთან მიმართებაში წლების განმავლობაში მიმართავენ, - ამბობს დეკანოიძე.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში ძალადობრივი დეპორტაციის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტზე, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გუშინ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. არადა, სტრასბურგში "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი იყო ჩასული, თუმცა ისინი იქიდან სწორედ მაშინ წამოვიდნენ, როდესაც უმაღლესი ტრიბუნა უკრაინელი ბავშვების მხარამჭერ რეზოლუციას იღებდა.