"მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს, ფაქტიურად, ვერ მეტყველებს" - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

28.04.23 15:24
"მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს, ფაქტიურად, ვერ მეტყველებს" - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მესამე პრეზიდენტს მაღალი სიცხე და მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება. საკნადქცეული პალატიდან ბოლო ცნობები მესამე პრეზიდენტზე გიორგი ჩალაძემ გამოიტანა.

სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პატიმარი პაციენტი ფაქტობრივად ვეღარ საუბრობს.

"გასული ღამე სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო. მას მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აღენიშნება, ფაქტიურად ვერ მეტყველებს. ასეთი სააკაშვილი არავის ახსოვს. ძალიან კრიტიკულია მისი მდგომარეობა. მას არა თუ გადაადგილება, არამედ მეტყველებაც კი უჭირს".- ამბობს ჩალაძე.


 .

მსგავსი სიახლეები