"ოცნების" სამარცხვინო პროპაგანდა ჩამოიშალა - სამადაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

28.04.23 15:34
"ოცნების" სამარცხვინო პროპაგანდა ჩამოიშალა - სამადაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პარტია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ "ოცნების" სამარცხვინო პროპაგანდა კიდევ ერთხელ ჩამოიშალა. საქმე ეხება ევროსასამართლოს განაჩენს, რომელმაც 2008 წლის ომის საქმეზე რუსეთი გაამტყუნა და მას საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.

დეპუტატს აინტერესებს, როგორ აპირებს მოქმედი ხელისუფლება რუსეთს აღნიშნული კომპენსაცია გადაახდევინოს. 

„ქართული ოცნების“ ათწლიანი პროპაგანდა, რომ თითქოს 2008 წლის ომი იყო საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალი, კიდევ ერთხელ ჩამოიშალა ეს სამარცხვინო ნარატივი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ამ ომში და არის პირდაპირ მოღალატებრივი პოზიცია. ცხადია, რომ რუსეთი არ აპირებს ალბათ ამ ვალდებულების შესრულებას და თქვენ იცით, რომ რუსეთმა დიდი ხანია მიიღო შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ათავისუფლებს მას მისი კონსტიტუციით ვალდებულებისგან შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საინტერესოა, რას აპირებს დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც დღეს მიესალმებიან რუსეთში როგორც ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს, - ამბობს სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები