ვისი ხელისუფლების დროს დადგა სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, ყურადღებას რატომ არ ამახვილებთ? - მიქანაძე

28.04.23 15:39
ვისი ხელისუფლების დროს დადგა სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, ყურადღებას რატომ არ ამახვილებთ? - მიქანაძე

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელის 2008 წლის ომთან დაკავსირბეით იქნა გამოტანილი, სწორედ მათი დამსახურებაა.

სახელისუფლებო გუნდის წევრი გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ რუსეთის მხრიდან ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირეით ინტენსიურად იმუშავებენ. 

ვისი ხელისუფლების დროს დადგა ეს გადაწყვეტილება და რამდენწლიანი შრომა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას? ამაზე რატომ არ ამახვილებთ ყურადღებას? ბერკეტების თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, არის ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს იქნება ურთულესი, - ამბობს მიქანაძე. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა და შესაბამისი კონპენსაციები დააკისრა. 

მსგავსი სიახლეები