ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა პუტინის მეთოდია - დავითულიანი შაჰინის განცხადებაზე
"ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი სენატორების განცხადებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას. დეპუტატი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებები არ აინტერესებს.
სადაც ხალხი დგას, იქ დგას ხელისუფლება. ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა, არის პუტინის მეთოდი, რომლითაც ცდილობს ის გამიჯნოს ზელენსკი უკრაინელი ხალხისგან. მე მეთოდზე ვსაუბრობ და შაჰინი რას ამბობს, ეგ მისი საქმეა. რაც მსოფლიოში დაიწყო ომი, მას შემეგ დემოკრატიის ხარისხი მთელ მსოფლიოში ნამდვილად ფუჭდება, ამას გიდასტურებთ, იმიტომ, რომ ომი იწვევს გარდკვეული პოზიციების გამძაფრებას, რასაც თავისი ცდუი ეფექტი აქვს თანმდევი, - ამბობს დავითულიანი.
სენატორმა ჯინ ჰაშინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ავტოკრატიისკენ მიექანება.