სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილებით "ოცნების" პროპაგანდა ერთიანად ჩამოიშალა - ხაბეიშვილი
როგორ აიძულებს "ქართული ოცნება" პუტინის რეჟიმს მილიონიანი კომპენსაციის გადახდას?- სტარსბურგში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა პოლიტიკური განხილვის მთავარ ამბად იქცა. ოპოზიციაში ფაქტობივად დარწმუნებულები არიან, რომ "ოცნება" რუსეთის წინააღმდეგ არ წავა.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილებით "ოცნების" პროპაგანდა ერთიანად ჩამოიშალა.
რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს. ისინი ფაქტობრივად კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ეს პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის, ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, ფაქტობრივად არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმაც. დიახ, ქართველმა ხალხმა, სიმართლემ, პრეზიდენტ სააკაშვილმა, სახელმწიფომ და გმირმა ბიჭებმა გაიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
130 მილიონი ევრო რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ ადამიანის უფლებათ ევროპულმა სასამართლომ დააკისრა.