"კანდიდატის სტატუსი, გამოწვევები სასამართლოში და გვარამიას საქმე" - რა საკითხები განიხილეს NGO-ებმა კოლონასთან

28.04.23 17:56
"კანდიდატის სტატუსი, გამოწვევები სასამართლოში და გვარამიას საქმე" - რა საკითხები განიხილეს NGO-ებმა კოლონასთან

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საფრანგეთის საგარეო საქმთა მინისტრთან შეხედრაზე მთავარი თემა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო.

როგორც გიგაურმა მედიასთან განმარტა, კატრინ კოლონასთან საუბარი შეეხეო ასევე სასამართლო რეფორმებს და ნიკა გვარამიას პატიმრობას, საკითხს, რომლის მოგვარებამ საქართველოს პრეზიდენტს ამრტივად შეუძლია, სწორდ ამიტომ, არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესახვედრად სალომე ზურაბიშვილთან წავიდა. 

ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც აქვს ქვეყანას. ჩვენი მხრიდან იყო თხოვნა, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად ყოფილიყო მიწოდებული იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა შეიძლება გააკეთოს საფრანგეთმა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ ჩვენთვის მნიშნელოვანია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. როდესაც ვსაუბრობდით გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიული რეფორმები, ის გამოწვევები, რაც გვაქვს სასამართლოში, ასევე ნიკა გვარამიას საქმე. იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მწვავე საკითხი, ამ საკითხის გადაწყვეტა არის ძალიან მარტივი, თუკი პრეზიდენტი მათ შეიწყალებს. შესაბამისად, აქედან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდა პრეზიდენტთან". - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მსგავსი სიახლეები