"ერთად ვართ ძალა" - "უკრაინის საელჩო "ლელოს", ნიკა გილაურს და ქართველ აქტივისტებს მადლობას უხდის

28.04.23 19:11
"ერთად ვართ ძალა" - "უკრაინის საელჩო "ლელოს", ნიკა გილაურს და ქართველ აქტივისტებს მადლობას უხდის

უკრაინის საელჩო მადლობას უხდის ყველას, ვინც ოკუპანტი რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინას რეანომობილებით ეხმარება. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საელჩო ავრცელებს.

უწყება მადლობის ადრესატების სიას აქვეყნებს და წერს, რომ სისხლიან მტერს ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დაამარცხებენ. 

ამ დღეს, როდესაც რუსმა ფაშისტებმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე, როდესაც სიკვდილი და ნგრევა რუსი "ისკანდერების" ფრთებზე უმანის მშვიდობიანი მაცხოვრებლების მყუდრო ბინებში შეიჭრა, ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საელჩოს მოწოდებას  და დახმარებას უწევს სამედიცინო რეანომობილების შეძენაში!
უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდით ქალბატონ ლანა ღვინჯილიას და არასამთავრობო ორგანიზაცია Populus Ray-ის საზოგადოებრივ აქტივისტებს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ცნობილ ეკონომისტს ბ-ნ ნიკოლოზ გილაურს, 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და კოლექტივს, Eco ClubGreen Life-ისა და Angeology Association of Georgia-ს აქტივისტებს, ჩვენს მეგობრებს: Ani Kavtaradze, Archil Marshania, Dati Sikharulidze, Giorgi Rurua, Levan Moseshvili, Levan Butkhuzi, Eka Asatiani, Tinatin Kvinikadze, Nanuka Kavlashvili, Gregory Khurtsidze, Eka Danelia, Vazha Gafrindashvili, Levan Metreveli, Natalia Ebralidze, Revaz Chantladze, Nata Gagua, Tamar Tsivtsivadze, Nino Natsvaladze, Bidzina Kulumbegovi, Giorgi Baramidze, Giorgi Loria, Nino Solomonia, Levan Nachkebia, Tengo Chikvaidze, David Mrelashvili, Sandra Elisabeth Roulofs, Revaz Bochorishvili, Irakli Gurchiani, Tinatin Beraia, Tinatin Tsotadze, Mamuka Kirvalidze, Lika Glonti, Giorgi Aslanilashvili, …. ასევე საქართველოს სხვა არაგულგრილ მოქალაქეებსა და მაცხოვრებლებს.     
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს უკვე მეორე რეანომობილია, რომელიც უკრაინაში ქართველი ქველმოქმედების სახსრებით არის შეძენილი. პირველი - საქართველოში უკრაინის საელჩოს თანამშრომლების მიერ შერჩეული,  უშუალოდ უკრაინაში  შეიძინა პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" დელეგაციამ   გადასცა ჩვენს მიწაზე რუსული ურდოების ბარბაროსული შემოჭრის წლისთავზე.

მადლობა, რომ ერთად ვართ! ერთად ვართ ძალა, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს საერთო სისხლიან მტერს და აგრესორს - პუტინის რუსეთს.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! ერთად გამარჯვებამდე!, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები