"ქართული ოცნება" "პუტინის ოცნებაა" - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას "ოცნებამ" ხელი არ მოაწერა

28.04.23 20:26
"ქართული ოცნება" "პუტინის ოცნებაა" - უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას "ოცნებამ" ხელი არ მოაწერა

"ივანიშვილის  დასანქცირების დროა" - უკრაინის ხელისუფლებისთვის "ოცნებამ" ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ არის ისტორიულ რეზოლუციაზე, რითაც ევროსაბჭომ  ომის დროს მოკლული და გატაცებული ბავშვები  უკრაინელი ხალხის გენცოდიდად შეაფასა.

დარაბაზში ისმოდა განცხადებები, რომ რუსეთი სამხედრო დამნაშავეა, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგიდან გადამწყვეტ დროს წამოვიდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომდგენლებმა პირდაპირ თქვეს, რომ "ქართული ოცნება" პუტინის ოცნებაა.  უკრაინული დელეგაციის წევრი "პირველებს" უყვება, რომ  "ოცნების" ლიდერებს   ევროსაბჭოში ყოფნის დროს  ერთხელაც არ გასჩენიათ სურვილი, უკრაინელებთან მისულიყვნენ და მხარდაჭერა გამოეხატათ.

თბილისში დაბრუნებული "ოცნების" ლიდერები  კი დიდი სკანდალის ახსნას აბსურდული მიზეზებით ცდილობდნენ.  ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე ხელმოწერა იყო.

ვრცლდა ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები