130 მლნ ევრო კომპენსაციის სახით - სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომში რუსეთი გაამტყუნა
რუსული სისტაკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - სტრასბურგის სასამრთლომ რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2008 წელს ჩადენილი დანაშაულების გამო გამოიტანა. სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, სახლების გადაწვა, დამცირება და არაადამიანური მოპყრობა - ეს ფაქტები უკვე სტრასბურგის მიერ არის დადასტურებული.
კომპენსაციის დიდი ნაწილი რუსეთმა საქართელოს იმ 23 ათას მოქალაქეს უნდა გადაუხადოს, ვინც რუსული აგრესიის გამო საკუთარი სახლებიდან დევნილებად იქცნენ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება სამ თვეში უნდა მოხდეს.
ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა ბერკეტებს საკუთარი მოქალქეების უფლებების დასაცავად.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.