"საქართველოს ხელისუფლებას პუტინი მართავს" - კრიტიკული გზავნილები ლორდთა პალატიდან
"ქართული ოცნება" დასავლეთიდან შტურმს ვეღარ აუდის. პირველად, ბრიტანეთის პარლამენტში პოლიტიკოსები საქართველოზე სასაუბროდ საგანგებოდ შეიკრიბნენ და მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინი მართავს, "ქართული ოცნება" კი პრორუსულ დაჯგუფებას წარმოადგენს.
დებატებში პოლიტიკური პარტიების წევრების გარდა, მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრიც იღებდა. ლეო დოქერტი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და მის განცხადებებებსაც დიდი პოლიტიკური წონა აქვს.
მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მთავრობის მხრიდან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი იყო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კი განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ არის. "ოცნებამ" კი ტრადიციულად თავდასხმის საშუალებას მიმართა.
ამჯერად ახალი სერია კახა კალაძემ გახსნა. დედაქალაქის მერს უმწვავესი განცხადებების შინაარსი არ აინტერესებს. კალაძემ წარმომადგენლობით პალატაში თავების დათვლა დაიწყო და დამსწრეთა რაოდენობა ეცოტავა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.