"შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის" - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აშშ ყურადღებით დააკვირდება

28.04.23 20:42
"შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის" - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აშშ ყურადღებით დააკვირდება

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები  შეერთებული შტატების განსაკუთრებული დაკვირვების სამიზნე ხდება. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, შეცვალოს რეალობა. სენატორი შაჰინი ამბობს, რომ საქართველოში  ბრძოლა  დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის მიდის, ამიტომ ამერიკა ფსონს ახლა 2024 წლის არჩევნებზე  დებს და ხელისუფლებას წინასწაარ აფრთხილებს, რომ არჩევნებს არ გააყალბებინებს. 

ცესკოს თავმდჯომარეს, გიორგი  კალანდარიშვილს პოსტზე ყოფნის  ყველა გონივრული ვადა ამოეწურა, თუმცა "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი კიდევ გააჭიანუროს და საარჩევნო ადმინისტრაციის მართვის ბერკეტი მისთვის სანდო კადრს რაც შეიძლება დიდი ხანი შეუნარჩუნოს.

ოპოზიცია ახლა სამოქალაქო სექტორთან ერთად განიხილავს სტარტეგიას, როგორ აიძულონ ხელისუფლება ცესკოში ლეგიტიმური მმართველი დანიშნოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები