ევროკავშირი ტუსაღებით, ტყვეებით და პოლიტპატიმრებით არ ვაჭრობს - სერგო ჩიხლაძე

29.04.23 11:20
ევროკავშირი ტუსაღებით, ტყვეებით და პოლიტპატიმრებით არ ვაჭრობს - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რო ქვეყანამ 12 რეკომედაცია არ შეასრულოს და ისე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს სწორად არ მიაჩნია.

მისი თქმით, ევროკავშირი, აშშ და დასავლეთი  ტუსაღებით, ტყვეებით და პოლიტპატიმრებით არ ვაჭრობს.

2 რამ არის მთავარი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის 12 რეკომენდაციის შესრულება და მეორე, ეს არის პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლებისგან უნდა დაინახონ. ევროკავშირი, დასავლეთი და შეერთებული შტატები, ზოგადად გაცხადებული აქვთ, რომ ტუსაღებით, ტყვეებით პოლიტპატიმრებით არ ვაჭრობენ, შესაბამისად პოლიტპატიმრების სანაცვლოდ, რომ სხვა არაფერი შესრულდეს, ასეთი მოლაპარაკებების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება პოლონეთის პოზიციას, ისინი დაინტერესებული არიან მიხეილ სააკაშვილის გაყვანით ქვეყნიდან. ეს მან ახსენა, რომ ჰქონდა ამის შესახებ საუბარი ყველა თანამდებობის პირთან". - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

"პირველებს "წყარო" უყვება, რომ "ოცნება" კულუარულად აწარმოებს მოლაპარაკებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ორი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ქვეყანამ  წლის ბოლოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ეს ორი პატიმარი არის ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.

ეს ინფორმაცია მათ შორის გაჟღერდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრისას, სადაც ითქვა, რომ "ოცნება" მართლაც ცდილობს 12 პუნქტის შესრულებსი გარეშე ქვეყანას გაუჩნდეს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

მსგავსი სიახლეები