"ვივა მედი" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ ადასტურებს
"ვივა მედი" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას არ ადასტურებს.
კლინიკაში ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არ შეცვლილა, პარამეტრები ნორმაშია,
პაციენტი პატიმრის დგომარეობის მართვა კი შესაძლებელია.
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, პარამეტრები არ შეცვლილა და ვინ რას ამბობს, ეს მათი საქმეა. არ ყოფილა არანაირი მაღალი ტემპერატურა. წნევის ცვალებადობა ყოფილა კი და აღნიშნულთან დაკავშირებით ვინ გაავრცელა ასეთი განცხადება კითხეთ მას". - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
"ვივა მედისგან" განსხვავებით, საკნადქცეული პალატიდაან რადიკალურად განსხვავებული ცნობები გამოაქვთ მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.