62 კგ-ია, მუდმივად მაღალი სიცხე და წნევა აქვს - ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი საუბრობს.
გიული ალასანიას თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტი 62 კგ-ია, მუდმივად მაღალი სიცხე და წნევა აქვს.
ადამიანს აქვს მუდმივად სიცხე 38 და მაღალი, წნევა როგორც წესი არის მაღალი, განსაკუთრებით დილით. არის წონის კლება. აიწონა და 62 კგ იყო. დღეს რამდენია არ ვიცი. ვხედავ რომ წონის კლება მუდმივად გრძელდება. ძალიან დიდი მოტივაცია უნდა, რომ ალაპარაკდეს, მერე უსათუდო სჭირდება დასვენება". - ამბობს გიული ალასანია