როგორ აღმოჩნდა მკვლელობისთვის ძებნილი ფალავანდიშვილის მანქანაში - დაკავების საიდუმლო ამბავი დღეს, "შაბათის ეთერში" (ანონსი)

29.04.23 12:43
როგორ აღმოჩნდა მკვლელობისთვის ძებნილი ფალავანდიშვილის მანქანაში - დაკავების საიდუმლო ამბავი დღეს, "შაბათის ეთერში" (ანონსი)

როგორ აღმოჩნდა პრორუსული აქციების ორგანიზატორის, გურამ ფალავანდიშვილის მანქანაში კაცი, რომელსაც მკვლელობისთვის პოლიცია მთელს საქართველოში ეძებდა. 

სპეცოპერაცია წოდორეთის მონასტრის გზაზე და ჩხრეკა ფალავანდაშვილის მანქანაში.

მკვლელობისათვის ძებნილის დაკავების საიდუმლო ამბავს დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ.

ვინ არის მრავალჯერ ნასამართლევი დიმიტრი თარხან-მოურავი და რისთვის გაიმეტა ახალგაზრდა კაცი სასიკვდილოდ, რომელიც სტუმრად სახლში თავად მიიპატიჟა. 

მფარველობდნენ თუ არა მას პრორუსი რადიკალები - ნახეთ, დღეს, "ნოდარ მელაძის შაბათში".

 

 

 

მსგავსი სიახლეები