ევროკავშირი სტამბოლის მონათა ბაზარი არ არის - სამადაშვილი

29.04.23 13:12
ევროკავშირი სტამბოლის მონათა ბაზარი არ არის - სამადაშვილი

კანდიდატის სტატუსი ორი პოლიტპატიმრის თავისუფლების სანაცვლოდ - "ლელოსთვის" კატეგორიულად მიუღებელია გვარამიას და სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა ევროკავშირთან.

მისი თქმით, ევროკავშირი სტამბოლის მონათა ბაზარი არ არის და ეს გაერთიანება საქართველოსგან ითხოვს კონკრეტულად 12 რეკომენდაციის შესრულებას.

სალომე სამადაშვილმა ასევე "პირველებს" გაუმხილა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, "ლელოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის აზრთა სხვადასხვაობას ჰქონდა ადგილი. 

მსგავსი მიდგომა აცდენილი არის ლოგიკას. ევროკავშირი არ არის სტამბოლის მონათა ბაზარი და მასში გაერთიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭიროა, რომ სახელმწიფომ და მთავრობამ აჩვენოს, რომ მათ აქვთ სურვილი გაატარონ ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანას დააახლოებს ევროკავშირთან. გარკვეული აზრთასხვადასხვაობა "ნაცმოძრაობასა" და "ლელოს" შორის არის, იმიტომ, რომ "ლელოს" მთავარი ამოცანაა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ქვეყანაში მივაღწიოთ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელსაც ევროკავშირი ჩვენ გვთხოვს". - ამბობს სალომე სამადაშვილი.

რა შედეგით დასრულდება უცხოელი დიპლომატების ვიზიტები საქართველოში? პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ "ქართული ოცნება" სტარტეგიულ პარტნიორებს ევაჭრება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დროს, როგორც ირკვევა "ოცნებამ" მზაობა გამოთქვა 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ  გვარამიას ციხის კარი გაუხსნას, სააკაშვილი კი სამკურნალოდ საზღვარგარეთ  გაუშვას. საქმე რომ სერიოზულადაა ამის დასტურია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კომენტარები, რომლებმაც დათქმები პოლონელი მინისტრისგან პირადად მოისმინეს.

 

მსგავსი სიახლეები