ფოთში, სენაკში და ხობში რაც ხდება დღეს, რომ არ დგას სხვა კანდიდატი, ოპოზიციის გაკოტრებაზე მიანიშნებს - ჩიქოვანი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ეს ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის გაკოტრებაზე.
ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ გიორგი ხახუბია აუცილებლად იქნება მაჟორიტარი.
„დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და ის შეუდგება საკუთარი მოვალეობის შესრულებას ძალიან მალე, მაგრამ ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან და ნებისმიერ სხვა ოლქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მუნიციპალური არჩევნები, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალა თუ მედიასაშუალება არის გაკოტრებული, ისინი ვერანაირ შეთავაზებას ვერ უკეთებენ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს საზოგადოებას. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ დასხდნენ სადღაც ოთახებში, დაწერონ კვლევები, ციფრები მოიგონონ და ამით დაიწყონ მანიპულირება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ჩვენს საზოგადოებას უწევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გავაგრძელებთ პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ღირსებით ინტეგრაციას ევროკავშირში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ფოთში "ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხახუბიაა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს, რადგან არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს.