პირღებინება აქვს, ვერ ჭამს, დილით ისევ სიცხე და წნევა ჰქოდნა - გიული ალასანია სააკაშვილზე

29.04.23 14:13
პირღებინება აქვს, ვერ ჭამს, დილით ისევ სიცხე და წნევა ჰქოდნა - გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილს პირღებინება აქვს და ვერ ჭამს - ამის შესახებ "ვივა მედთან" დაპატიმრებული პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განუცხადა ჟურნალისტებს.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს დილის ისევ მაღალი წნევა და სიცხე ჰქონდა.

“საკვების მიღების პრობლემა ისევ აქვს. რაღაც შეჭამა და ყველაფერი უკან ამოუშვა. ალბათ, ამ პირღებინებას თავისი მიზეზები ჰქონდა. ნორმალური კვება ადამიანს ძალიან უჭირს.

დილით, რა თქმა უნდა, წნევა ჰქონდა. შემდეგ, წამალი მისცეს და ცოტა დაუწია. გარდა ამისა, აქვს სიცხე. გუშინ, მაგალითად, მაღალი სიცხე ჰქონდა. 38-ზე მეტი. ახლა მედიკამენტი მისცეს და ალბათ, დაიწყებდა დაწევას. ფაქტია, დილიდან კარგად არ არის”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები