ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით 1 მაისს 16:00 საათზე დანიშნულ აქციას “სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება

29.04.23 14:28
ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით 1 მაისს 16:00 საათზე დანიშნულ აქციას “სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება

“სტრატეგია აღმაშენებელი” 1 მაისს 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დანიშნულ აქციას ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით უერთდება, ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

“ხელისუფლების მიერ უსამართლოდ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით 1 მაისს 16:00 საათზე დანიშნულ აქციას “სტრატეგია აღმაშენებელი” უერთდება. 

“ქართული ოცნების” რეჟიმს ლაზარეს გაწირვის უფლებას არ მივცემთ! 

მოგიწოდებთ ყველას, რომ 1 მაისს, 16:00 საათზე, ყველა მივიდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში და გვერდში დავუდგეთ ლაზარე გრიგორიადისს! “ - ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები