უკვე მესამე ექიმია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ - "ვივა მედი"
ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს მკურნალი ექიმის შეცვლა ითხოვა. "ვივა მედის" ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ექიმებს მძიმე პაციენტი პირადი სიმპატიების მიხედვით არჩევს. რაც შეეხება პირღებინებას, ზურაბ ჩხაიძე ამ ყველაფერს კვების რაციონის დარღვევას უკავშირებს.
ექიმებს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხის და სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა, იმიტომ, რომ თუ გაკეთდა ობიექტური განხადება მკურნალი ექიმის მხრიდან, ეს მაშინვე იწვევს აგრესიას და უარს მკურნალობის გაგრძელებაზე იმ ექიმთან. უკვე მესამე ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა. ეს წარმოუდგენელი რამაა. თუ ამბობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. კი ბატონო, ჰქონდა პირღებინება, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა და მიზეზი აქვს. ეს იყო კვების რაციონის უხეში დარღვევით. მე დღესაც ვესაუბრე ქალბატონ გიულის და კიდევ ვთხოვე, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული რაციონი გაეთვალისწინებინა და მოეტანა ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ და არა ის, რაც პირღებინებას იწვევს". - ამბობს ჩხაიძე.