"ოცნება" ევროპასთან ორი პატიმრით ვერ ივაჭრებს - ცისკარიშვილი

29.04.23 15:35
"ოცნება" ევროპასთან ორი პატიმრით ვერ ივაჭრებს - ცისკარიშვილი

რა მოხდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან შეხვედრაზე? გახდა თუ არა ოპოზიციის კამათის საფუძველი "ქართული ოცნების" ვაჭრობის საგანი. "პირველების" ინფორმაციას, რომ შეხვდერაზე პარტია "ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობის" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა,  კატეგორიულად უარყოფს პეტრე ცისკარიშვილი. შეხვედრის ერთი-ერთი მონაწილე ამტკიცებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.

ცისკარიშვილი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" ევროპასთან ორი პატიმრით ვერ ივაჭრებს.

ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ პოლონეთის საგარეო საქმეტა მინისტრთან შეხვედრის დროს იყო ასეთი პირობები, რომ თითქოს, 12 პუნქტის შესრულების გარეშე, შეიძლება პოლიტპატიმრებით  კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. სამწუხაროდ, სიტუაცია უფრო რთულია, იმიტომ, რომ "ოცნებას" პრინციპულა არ უდნა ამ 12 სავალდებულო რეფორმის განხორციელება, რადგან მათთვის საფრთხეს წარმოადგენს დამატებითი დემოკრატია, თავისუფალი მართლმსაჯულება, არჩევნების არგაყალბება და ბოლოს, რაც მთავარია, მიშა სააკაშვილის და პოლიტპატიმრების თავისუფლება. მათი იზოლაციის ხარჯზე, ისინი თვლიან, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. "ოცნება" ევროპასთან ორი პატიმრით ვერ ივაჭრებს, ეს ასე არ ხდება, მექანიზმი ასე არ მუშაობს. ევროპას აქვს ძალიან მკაფიო მოთხოვნები, თუ როდის და რა პირობებში მიიღებს საქართელო კანდიდატის სტატუსს". - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ "ქართული ოცნება" სტარტეგიულ პარტნიორებს ევაჭრება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დროს, როგორც ირკვევა "ოცნებამ" მზაობა გამოთქვა 12 პუნქტის შესრულების სანაცვლოდ  გვარამიას ციხის კარი გაუხსნას, სააკაშვილი კი სამკურნალოდ საზღვარგარეთ  გაუშვას.  

მსგავსი სიახლეები