"შაბათის ეთერის" ჟურნალისტს ირაკლი ღარიბაშვილის მამის ღვინის ქარხანასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
"შაბათის ეთერის" გამომძიებელ ჟურნალისტს, ირაკლი ღარიბაშვილის მამის ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც გაიგეს, რომ "ტვ პირველის" ხელში იყო დოკუმენტები, რომ ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიფორმა ბიზნესი, რომელსაც დიდი ალბათობით, ფიქტიური პირების სახელზე მალავდა, დაიწყეს გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება.
სცადეს კამერის დამტვრევა, რომ მეხსიერების ბარათზე არ შემორჩენილიყო ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა.
ქალ ჟურნალისტზე ფიზიკური იძალადეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს ოპერატორს. ყველაფერი ხდებოდა ქუჩაში, გზის სავალ ნაწილზე. სახეზეა, გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ ჩადენილი ჯგუფური დანაშაული. ნუგზარ ალუღიშვილმა რომელიც, პრემიერის სამშობლოში ზედმეტი სახელით, "უცხოპლანეტელით" არის ცნობილი, ჯერ თავად იძალადა ჩვენს ჟურნალისტსა და ოპერატორზე, შემდეგ კი მისი მითითებით ძალადობაში ჩაერთო, ზაქარია ბოსტოღანაშვილი, რომელიც პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის "ქართული ფესვების" დირექტორის ქმარია.
ბოსტოღანაშვილის სახელი ფიგურირებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მიღებაში. საუბარია, ასი ათასობით ლარზე, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების საგანი იყო. ადგილზე ჩვენმა ჟურნალისტმა გამოიძახა პოლიციაც, საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია გადამისამართებული, სადაც უკვე დაიბარეს დაკითხვაზე შაბათის ეთერის ჟურნალისტი .