სამხედროებს, ვინც უკრაინაში რუსეთს ებრძოდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ აბრუნებენ
სამხედროებს, ვინც უკრაინაში რუსეთს ებრძოდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ აბრუნებენ - 25 წლის გამოცდილი მსროლელი ამბობს, რომ ჯარში კარი სამუდამოდ ჩაუკეტეს. უკრაინიდან ჩამოსული პროფესიონალი სნაიპერი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ მიზეზი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაა:
"საბრძოლველად ვიყავი უკრაინაში, 4 თვე ვიბრძოლე. დაბრუნება მინდოდა ჯარში და მითხრეს უარი. მიზეზს არ მეუბნებიან, დახასიათება გამიფუჭეს. რეალურად უკრაინაში რომ ვიბრძოლე მაგიტომ აღარ მაბრუნებენ. მეთაურს როდესაც დავურეკე, მითრა წითელი ხაზი გაქვს გადასმული უკრაინაში რომ იბრძოდი მაგიტომო... რუსეთს ვინც ებრძოდა არ უნდათ იმათი დაბრუნება საერთოდ, ჩემთან ერთად ვინც დაწერა დაბრუნებაზე განცხადება, ყველას უარი უთხრეს"- აცხადებს მებრძოლი.
"შაბათის ეთერმა" ათამდე ქართველი სამხედროს ისტორია მოიძია, რომლებიც, უკრაინაში იბრძოდნენ, თუმცა შეიარაღებულ ძალებში ოფიცრულად უარის მიზეზად უთხრეს, რომ ვერ გაიარა შესაბამისი პროცედურები. ქართველი მებრძოლები აცხადებენ, რომ პირად საუბრებში არ დაუმალეს, რომ უკრაინაში ბრძოლის გამო გააწითლეს.
დოკუმენტში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა წერია, რომ გამოცდილმა ჯარისკაცმა დიდი სტაჟით კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეს ,რომელსაც უკრაინაში წასვლამდე პრემიერ მინისტრის ჯილდოც კი აქვს მიღებული, ახლა კომპეტენციას უწუნებენ. ჯარისკაცები სასამართლოში ჩივილს აპირებენ, თუმცა საბუთებსაც არ აძლევენ.