უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ალაპარაკდა - პირველი ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მისი მოულოდნელი გადადგომის შემდეგ პირველად "შაბათის ეთერთან" გამოჩნდა.
ნინო გვენეტაძე სატელევიზიო ეთერით პირველად ადასტურებს ინფორმაციას ე.წ. აგენტ ქალზე, რომელიც "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გასანეიტრალებლად გამოიყენა.
მოვწყდი ამ პროცესებს, ცოტა ადამიანის სახე მივიღე, აღვიდგინე ჯანმრთელობა, დავდივარ ჩემთვის, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი დამთავრდა. გამიგე რა! "- უთხრა ნინო გვენეტაძემ "შაბათის ეთერის" ჟურნალისტს.
კითხვაზე, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, თუ ისაუბრებს ამ საკითხზე ან თუ მოითხოვს გამოძიების დაწყებას, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ "არ იცის".
არ ვიცი, ვერ გეტყვით, არაფერი მაქვს მოფიქრებული და წინასწარ დადგენილი გეგმები... არაფერზე არ დავინტერესებულვარ და თუ დამიჯერებთ ასე ვაგრძელებ"- თქვა მან.
ნინო გვენეტაძე ფიქრობს, რომ რომ არა თინათინ ბეჟაშვილი "ვიღაცას მონახავდნენ, ვისაც დამიპირისპირებდნენ".
მისი თქმით, არ აინტერესებს, თინათინ ბეჟაშვილის უეცარი გამდიდრების ისტორია, რომელმაც მას პროკურატურაში უჩივლა და ამტკიცებდა, რომ გვენეტაძე მის მეგობრეობს მოსამართლეობის გამოცდებს უწყობდა.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება ნახეთ აქ