კობახიძე ერთპარტიულ არჩევნებზე - "ყველა ოლქში შედეგები გააუმჯობესეთ"

29.04.23 22:11
კობახიძე ერთპარტიულ არჩევნებზე - "ყველა ოლქში შედეგები გააუმჯობესეთ"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე ერთპაერტიული არჩევნების შედეგებით კმაყოფილია. 

მისი თქმით, ყველა ოლქში "ოცნებამ“ 2021 წლის შედეგები გააუმჯობესა:

ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300-ზე მეტი ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, 2021 წელს კი 1300-ზე ნაკლები. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.

 

მსგავსი სიახლეები